„ვურჩევ პედაგოგებს, სერიოზულად მოემზადონ გამოცდებისთვის“ - მარიამ გელაშვილი, უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი
14-06-2021

განათლების სფროში არსებობს საკითხები, რომელთა შესახებ კომპეტენტური ადამიანების მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როდესაც აქტუალურ თემებს სკოლის დირექტორები ეხმაურებიან. ვინ, ვინ და, მათ ყველაზე უკეთ უწყიან პედაგოგებსა თუ მოსწავლეებთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი და მათი გადაწყვეტის გზებზეც სრულიად ობიექტურად, პროფესიული კუთხით მსჯელობენ. უნდა აბარებდნენ თუ არა მასწავლებლები გამოცდებს კომპეტენციის დასადასტურებლად და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმის შესახებ? - etaloni.ge საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორის, მარიამ გელაშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ. 

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- მსგავსი ტიპის გამოცდები აუცილებელია და ვურჩევ პედაგოგებს, სერიოზულად მოემზადონ ამისთვის.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- პირველკლასელი უნდა გახდეს ყველა, ვისაც იმავე წელს - ანუ 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. სასკოლო მზაობისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სამ თვეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203