„ჩამიცვი თუ გცივა“ - ბათუმის N2 საჯარო სკოლის ორგანიზებით, სოციალური აქცია გაიმართა
ბათუმის N2 საჯარო სკოლის ორგანიზებით, ბათუმის 6 მაისის პარკში აქცია გაიმართა სახელწოდებით #ჩამიცვითუგცივა. სკოლის წარმომადგენლებმა ხეებზე ქურთუკები ჩამოკიდეს მათთვის, ვისაც სცივა. სოციალური აქცია თანატოლების დახმარებას ისახავდა მიზნად.
„გვსურს სითბო ვუწილადოთ მათ, ვისაც სცივა და მზრუნველობა აკლია. 6 მაისის პარკში შევიკრიბეთ და ხეებზე ქურთუკები ჩამოვკიდეთ სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სცივა. ყველას მოვუწოდებთ, მონაწილეობა მიიღოს სიკეთის გავრცელებაში... მეორე დღეს აქციის მონიტორნიგი ჩავატარეთ, ხეზე მხოლოდ ერთი 1 ქურთუკი იყო. დანარჩენი აღარ დაგვხდავდა. აქციას განათლების სამინისტროს მუშაკებიც შემოუერთდნენ... სიკეთე გადამდებია,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
იხილეთ სოციალური აქციის ფოტოები