გორელოვკის N3 საჯარო სკოლის საახალწლო ღონისძიებაზე განსაკუთრებული ოვაციები პატარა მეკვლეს შემობრძანებამ გამოიწვია
29-12-2017
გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურისა და მუსიკის მასწავლებლების, თეონა ჯუღელისა და ნუგზარ მარკოიძის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა. 

I-X კლასის მოსწავლეები და დამრიგებლები აქტიურად ჩაერთნენ საერთო სამზადისში. ბავშვებმა ნამდვილად მოახერხეს ამაღლებული საახალწლო განწყობის შექმნა - მათ დიდი მონდომებითა და ხალისით წარმოადგინეს ლექსები, სპექტაკლი, სიმღერები, ტრადიციული და თანამედროვე ცეკვები. განსაკუთრებული ოვაციები პატარა მეკვლეს შემობრძანებამ გამოიწვია. მან სკოლას და სრულიად საქართველოს ხვავრიელი, მშვიდი და სიხარულით სავსე 2018 წელი უსურვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203