მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიებაზე საჩუქრები მიიღეს
29-12-2017
მოხის საჯარო სკოლაში ახალი წლის ღონისძიება ჩატარდა.  

მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვები, იმღერეს საახალწლო სიმღერები და წაიკითხეს ლექსები. 

ღონისძიებაზე სკოლამ მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა. 

„მოსწავლეებს ჩვენი საჩუქრები ძალიან გაუხარდათ. გვინდა ყველას მივულოცოთ მოხის საჯარო სკოლის სახელით დამდეგი ახალი წელი. წინსვლისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს 2018 წელი,“ - აღნიშნეს მასწავლებლებმა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203