„ნაკლები ინტერესია საბუნებისმეტყველო საგნებისადმი, ამის მიზეზია მოძველებული კაბინეტ-ლაბორატორიები“ - გომბორის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქისტაური
14-06-2021
როგორ შეაჯამებდა 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის დირექტორი - ზურაბ ქისტაური გვესაუბრება:
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?
- მიუხედავად იმისა, რომ სკოლას მოუწია განსაკუთრებულ რეჟიმში სწავლა-სწავლება, განვლილ სასწავლო წელს დადებითად შევაფასებ. შედეგიანად შევანაცვლთ კონტრაქტური სწავლება ონლაინ სწავლებით. იდიალურად იყო დაცული სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები. დროულად შემოგვქონდა სადენზიფექციო საშუალებები. ვისწავლეთ და ვასწავლეთ დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება. ონლაინ სწავლების დროს ზოგჯერ ხელს გვიშლიდა გაუმართავი ინტერნეტი.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?
- მშობელთა ჩართულობა შეეესამჩნევლად გაიზარდა სასწავლო სააღმზრდელო პროცესში. მშობლებს დროულად მიეწოდებოდათ ინფორმაცია მათი შვილეების აკადემიური მოსწრებისა და ქცევის შესახებ. ეცნობოდნენ საშინაო დავალებებს და საგაკვეთილო აქტივობებს.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?
- ნებისმიეერი გამოცდის ჩაბარება მოითხოვს ცოდნას, ცოდნა კი შრომის შედეგად მიიღება, პროფესიული კომპეტენციის დადასტურეებისას ვფიქრობ, სპორტის მასწავლებლებისათვის არ არის აუცილეებელი სწავლების თეორიის ზედმიწევნით ცოდნა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?
- სკოლის კურსდამთავრებულების პროფესიული არჩევანი ისევე ფართოა, მაგრამ ისევ ნაკლები ინტერესია ისეთი საგნებისადმი, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და ამას თავისი მიზეზებიც აქვს. (მოძველებული კაბინეტ - ლაბორატორიები, რომელიც განახლებას მოითხოვს, ქვეყანაში მსუბუქი და მძიმე მრეწველობის შემცირება და სხვა).
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?
- სკოლაში შესვლის ასაკი მოსწავლის გონეებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის გათვალიწინებითაც უნდა განისაზღვრებოდეს. მცირე ასაკობრივი განსხვავების უგულებელყოფა, ვფიქრობ დასაშვებია.