ჭალის თემის N2 საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო
29-12-2017
ჭალის თემის N2 საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. 

„თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში გამოფენა პროექტის - „ხელოვნების სახელოსნო“ ხელმძღვანელმა ნაზიბროლა ბულისკერიამ მოაწყო. 

გამოფენაში VII-VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

„ეს პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ძირითადად მუშაობდნენ ორიგამის ხელოვნებაზე, დამოუკიდებლად შექმნეს სხვადასხვა ნაკეთობა ქაღალდისგან, ისწავლეს სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება პაპიე - მაშე,დეკუპაჟი,“ - აღნიშნა  ნაზიბროლა ბულისკერიამ. 

იხილეთ ფოტოები               
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203