სემესტრული შეფასების შესახებ პედაგოგებს „ემისი“ მიმართავს - ელექტრონულ ჟურნალში ნიშნის დადასტურების ღილაკი დაემატა
სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება და ბუნებრივია, სემესტრული ნიშნის გამოყვანისთვის ცოტა დრო რჩება. პედაგოგებს კი უამრავი კითხვა აქვთ და ხარვეზებიც არცთუ ისე ცოტაა. გარდა ამისა, ელექტრონული ჟურნალის სრულად გამართვამდე, პროგრამაში სიახლეებიც ხშირია.სწორედ ერთ-ერთი ასეთი სიახლით სრულდება სასწავლო წელი. ცვლილების შესახებ ინფორმაცია პედაგოგებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გაავრცელა:
„ელექტრონულ ჟურნალში სემესტრულ შეფასებას დაემატა დადასტურების ღილაკი. მასზე დაწკაპებით თქვენ ადასტურებთ საბოლოო შედეგად მოცემულ შეფასებას.
ამრიგად, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ჟურნალში მოცემული შეფასებები არის საბოლოო, „დადასტურების“ ღილაკს ნუ დააწკაპებთ“ - ნათქვამია „ემისის“ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: ელექტრონული ჟურნალი 15 ივნისის შემდეგ სრულად არ გაიხსნება - სკოლას ეგზავნება დოკუმენტი, სადაც საშუალო ქულას დაარედაქტირებთ