უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომელსაც ხელს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აწერს და რომლის მიხედვითაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტორიზაციის მიუხედავად, სახელმწიფომ ოფიციალურად აღიარა:
„კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად“.
ასევე, ზემოაღნიშნული დიპლომი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.