სკოლა „მილენიუმს“ დამდეგი 2018 წელი რუსთავის მერმა მიულოცა
29-12-2017

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ინტეგრირებულმა სასცენო ნომრებმა დამსწრე საზოგადოება სასიამოვნოდ გააოცა. იყო ლექსი, სიმღერა, ცეკვა. 

ამერიკიდან პირდაპირ ეთერში მუსიკალური ნომრით ჩაერთო „მილენიუმის“ წარჩინებული მოსწავლე ნინა კახიანი, რომელიც ოკეანის გაღმა ფლექსის პროგრამის ფარგლებში იმყოფება და უკვე შეძლო ამერიკელი მასპინძელი ქართულად აემღერებინა. 

გამოიფინა ბავშვების მიერ მშობლებთან ერთად შექმნილი საახალწლო ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიებას საპატიო სტუმრებიც ჰყავდა - ქვემო ქართლის გუბერნიის, რუსთავის მერიისა და „ეტალონის“ წარმომადგენლები. 

რუსთავის მერმა სკოლა „მილენიუმს“ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, ქალაქ რუსთავისა და ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტი როლი   სწორედ განათლებულ მომავალ თაობას ენიჭება.

სკოლის დირექტორმა ნანა ლეკვეიშვილი-მარგალიტაძემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება დაანონსა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203