ვაქცინაციის ოფიცრები ივლიან სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებსა თუ სამსახურებში და მსურველებს აცრის დაჯავშნაში დაეხმარებიან, - აღნიშნულის შესახებ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„იგეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად უკვე ახორციელებს ე.წ. ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართულები არიან სამედიცინო რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები. ისინი ტაბლეტებით არიან აღჭურვილნი და ივლიან სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, საჯარო სამსახურებში იმისთვის რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრების შესახებ და დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.