ართანის საჯარო სკოლის ღონისძიებამ სახალისოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა
29-12-2017
ართანის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. მათ შეასრულეს წითელქუდას, კომბლესა და მერი პოპინსის როლები. 

მოსწავლეებმა ასევე იმღერეს საშობაო სიმღერები და სხვადასხვა საბავშვო ავტორების ლექსები „ალილო“, „ფიფქებო“ და სხვა წაიკითხეს. 

ღონისძიებამ სახალისოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა. 

თოვლის პაპამ მონაწილეებს საჩუქრები დაურიგა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203