პედაგოგებისთვის 2 კვირაში ერთხელ კოვიდტესტის გაკეთება შესაძლოა, სავალდებულო აღარ იყოს. როგორს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, განიხილება შესაძლებლობა, რომ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის ტესტირების ჩატარება საჭირო აღარ იყოს.
„განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას.
მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.