საქობოს საჯარო სკოლას სანტა და ფიფქია ესტუმრნენ
29-12-2017
საქობოს საჯარო სკოლაში I-IV კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. 

ბავშვებს სანტა და ფიფქია ესტუმრნენ. მათ სკოლის წარმომადგენლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, მოსწავლეებთან ერთად იცეკვეს, იმღერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ღონისძიებამ მხიარულად ჩაიარა.

ზეიმის ბოლოს სანტამ მოსწავლეებს საჩუქრები დაურიგა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203