რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო თემაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორის - ნელი სულხანიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .
- სევდანარევი სიხარულია. სევდა-დაფრთიანებული მოსწავლეების გარეშე ყოფნა. სიხარული - ახალი თაობის შემოდინება სკოლის კედლებში და განახლებული ენერგიით დაწყება სასწავლო წლის.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .
- მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლინებისათვის კარგი გარემოს შექმნა; პროფესიონალური და მაღალზნეობრივი კადრებით დაკომპლექტება.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის . . .
- მოსწავლეთა და მასწავლებელთა სკოლის კედლებში სწავლის გაგრძელების სიხარული კოვიდით გამოწვეული პანდემიის გამო.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .
- და აუცილებელია მოსწავლის წწავლისა და აღზრდის პროცესში ჩართულობისათვის. სკოლისა და ოჯახის ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია მოსწავლის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .
- ყველა ის ადამიანი, ვისთანაც უწევს ურთიერთობა. ეს არის მშობელი, მასწავლებელი და სკოლის მიერ აღზრდილი სამაგალითო ადამიანები. ამიტომ, ვცდილობთ მივცეთ კარგი ურთიერთობებისა და პირადი მაგალითი თითოეულმა ჩვენგანმა.
- დირექტორის მოტივაციაა. . .
- საქმიანი და სახალისო გარემოს შექმნა, წარმატებული მოსწავლეები, საინტერესო და აქტუალური პროექტები და გამარჯვებები.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .
- მჭიდრო და საქმიანი თანამშრომლობა სკოლის და სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლს შორის. მშობელთა აქტიური ჩართულობისათვის სასკოლო ცხოვრებაში ხელშეწყობა სხვადასხვა ღონისძიებებით.