სექტემბერში მასწავლებელი სკოლაში ორჯერადად აცრილი უნდა მივიდეს - ამირან გამყრელიძე შეღავათის დაწესებაზე საუბრობს
15-06-2021

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიეძღვნა გაფართოებულ ვაქცინაციას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზაფხულში ყველა მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრან, რათა სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს. ვაქცინაციის ოფიცრები ივლიან სკოლებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში და მსურველებს აცრისთვის ჯავშნის გაკეთებაში დაეხმარებიან:

„ზაფხულში უნდა ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას -  ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე, როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რათა სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის“.

ასევე  მთავრობა მსჯელობს, ორჯერადად აცრილი პირებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს -  ისინი შესაძლოა, სავალდებულო ტესტირების ჩატარებისგან გათავისუფლდნენ, სტუდენტებს, კი ვინც ჩაირიცხება წამყვან უნივერსიტეტებში მოთხოვნის შემთხვეევაში, ფაიზერით აცრიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203