ბათუმის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა გაიმართა
29-12-2017
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში პროექტი „აქსესუარების კერვა“ განხორციელდა. იგი მოსწავლეთა შრომითი უნარების გამოვლენას ისახავდა მიზნად. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო და ორიგინალური აქსესუარი შექმნეს.

ლამაზად მოხატულმა მოსწავლეებმა დღეს სკოლაში თავიანთი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს.

„არაჩვეულებრივი აქსესუარები შექმენს მოსწავლეებმა, თითოეული ნამუშევარი ორიგინალურობითა და დახვეწილებით გამოირჩეოდა. დიდი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს ამ საინტერესო და ორიგინალური გამოფენისთვის,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203