თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში საახალწლო საზეიმო კვირეული ტრადიციულად მასშტაბურად ჩატარდა
29-12-2017
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში საახალწლო საზეიმო კვირეული ტრადიციულად მასშტაბურად ჩატარდა.

მოსწავლეები კლასის დამრიგებლებთან ერთად ამზადებდნენ საზეიმო პროგრამას. მორთეს საკლასო ოთახები და სააქტო დარბაზი. ზეიმი დატვირთული იყო თოვლის ბაბუის საჩუქრებით, ფერიებითა და სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი მილოცვებით.

მოსწავლეებმა ერთმანეთს და საზოგადოებას დამდეგი წელი სიმღერებით, ცეკვებითა და ლიტერატურული კომპოზიციებით მიულოცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203