„თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია სხვას ვასწავლოთ, ჩვენც ვალდებული ვართ ვისწავლოთ და განვვითარდეთ“ - წალენჯიხის N6 სკოლის დირექტორი მაია მესხია
15-06-2021
განათლების სფროში არსებობს საკითხები, რომელთა შესახებ კომპეტენტური ადამიანების მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როდესაც აქტუალურ თემებს სკოლის დირექტორები ეხმაურებიან. ვინ, ვინ და, მათ ყველაზე უკეთ უწყიან პედაგოგებსა თუ მოსწავლეებთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი და მათი გადაწყვეტის გზებზეც სრულიად ობიექტურად, პროფესიული კუთხით მსჯელობენ. წალენჯიხის N6 საჯარო სკოლა დირექტორი მაია მესხია 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- 2020-2021 სასწავლო წლის დაწყება იყო უჩვეულო რადგან, პანდემიის შემდეგ მონატრებული გვქონდა სკოლის კედლები.  დეკემბრის თვე გავიარეთ დისტანციურად -ეს იყო ერთგვარი გამოწვევა სკოლისთვის, თუმცა სასწავლო თემმა შეძლო პრობლემის მოგვარება. ვისწავლეთ კოვიდთნ ერთად სწავლა.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- უნდა ავღნიშნო, რომ მშობელთა ჩართულობა მაღალია დაწყებით საფეხურზე ხოლო, მაღალ საფეხურებზე კი შედარებით დაბალი. მიუხედავად ამისა, დისტანციური სწავლების დროს მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- პროფესიული და საგნობრივი კონპეტენციის დამტკიცება, ჩემი აზრით სავალდებულოა. თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია სხვას ვასწავლოთ, ჩვენც ვალდებული ვართ ვისწავლოთ და განვითარდეთ... გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს ვურჩევ პროფესიული დონის ამაღლებას.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მოსწავლეები პრაგმატულად უდგებიან პროფესიის არჩევას. ცდილობენ შეითვისონ ის პროფესიები, რომლებიც აქტიურია დღეს. მაგალითად როგორიცა ტურიზმი, კულინარია, მენეჯმენტი, საყოფაცხოვრებო მომსახურეობა და  ა.შ.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- ერთი დღის გამო ბავშვს უწევს ერთი წელი ლოდინი. ვფიქრობ, არ არის გამრთლებული... ჩემი აზრით კანონი შესაცვლელია ბავშვების სასარგებლოთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203