გამოცდებთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა, სადაც რამდენიმე აქტუალურ საკითხზე განმარტებები გაკეთდა:
კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტებს დამატებითი გამოცდები ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა
„დაგეგმილია დამატებითი საგამოცდო სესიების გამოყოფა და ყველა საგანში ჩატარდება დამატებითი გამოცდა იმ პირებისთვის, ვისაც დაუდასტურდება კოვიდი საგამოცდო პერიოდში. მათთვის დრო განისაზღვრება 14 დღით და ეს პირები დაშვებულები იქნებიან საგანგებო სივრცეებში“.
ნუნუ მიცკევიჩვა განმარტა, რომ ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში, ტესტის არარსებობის დრო, აპლიკანტისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე, რომელიც იქნება უსაფრთხოდ და კომფორტულად მოწყობილი.
გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ კი აღნიშნა, რომ „ყველა გამოსაცდელს ექნება საშუალება, არ გამოეთიშოს საგამოცდო პროცესს“.
ასევე იხილეთ:
წესები, რომლებიც 2021 წლის გამოცდებზე უნდა დაიცვათ - საგამოცდო პროტოკოლი უკვე ცნობილია