დაავალდებულებენ თუ არა მასწავლებლებს აცრას - „სასწავლებლებს შეეძლებათ, კონტრაქტებში ეს გაითვალისწინონ“
15-06-2021

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ზაფხულში მასწავლებლები, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები  უნდა აიცრან, რათა სწავლა უსაფრთხო გარემოში გაგრძელდეს.

ამ განცხადებამ კი მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა - ზაფხულში მასწავლებლებისთვის აცრა სავალდებულო ხდება? - აღნიშნული საკითხი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ etaloni.ge-სთან დააზუსტა და აღნიშნა, რომ იძულება არ იქნება, თუმცა კერძო სასწავლებლებს შეეძლებათ, კონტრაქტში ჩაწერონ მოთხოვნა აცრის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

„ზაფხული სწორედ იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლა გახდეს უსაფრთხო და მასწავლებლები იყვნენ აცრილები. ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ, კონტრაქტებში ეს გაითვალისწინონ. ალბათ იცით, რომ უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს აცრის გარეშე არ იღებენ და ეს ნორმალური პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში“.

პაატა იმნაძემ ისიც აღნიშნა, რომ პედაგოგებში აცრის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია: „პედაგოგების საკმაოდ დიდი ჯგუფია უკვე აცრილი“.

იხილეთ ასევე:

სექტემბერში მასწავლებელი სკოლაში ორჯერადად აცრილი უნდა მივიდეს - ამირან გამყრელიძე შეღავათის დაწესებაზე საუბრობს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203