მორძგვეთის საჯარო სკოლაში ტრადიციული საახალწლო კარნავალი ჩატარდა.
კარნავალისთვის მზადება მოსწავლეებმა ორი კვირით ადრე დაიწყეს და ღონისძიებამ, როგორც დამსწრეები აღნიშნავენ, მართლაც შესანიშნავად ჩაიარა.
საახალწლო კარნავაზე მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული სიმღერები, იცეკვეს და ასე მიულოცეს ერთმანეთს და მთელ სკოლას დამდეგი 2018 წელი.
„მორძგვეთის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს დამდეგ ახალ წელს,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
იხილეთ ფოტო