სკოლის ფსიქოლოგის ანაზღაურება 1300 ლარი იქნება - ვაკანსიებს მანდატურის სამსახური აცხადებს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ფსიქოლოგების შესარჩევ კონკურსს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება 25 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
განაცხადის შესავსებად დააკლიკეთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
კონკურსს ტარდება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი
კონკურსის პირობები და კანდიდატისთვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
ენის სრულყოფილი ცოდნა;
რუსული, სომხური ან აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველი);
საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook).
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
შრომის ანაზღაურება: 1300 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (X1 და X2 თავები);
დ) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;
ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება.
ფუნქციები:
- მომსახურების მიღების მიზნით მოსული სუბიექტებისათვის კეთილსინდისერი და სათანადო მომსახურების გაწევა კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების პრინციპის დაცვით;
- ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა (პრევენცია (პროფილაქტიკა), შეფასება, ფსიქოთერაპია, ფსიქოკონსულტაცია, რესოციალიზაცია) საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებისათვის;
- მოსწავლისათვის ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, მანდატურების, უფლებამოსილი პირების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ან/და მასწავლებლებისათვის;
- საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;
- საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;
- ტრენინგებისათვის, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებისათვის მოდულების მომზადება;
- ვიზიტების განხორციელება საჯარო სკოლებში და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირებას და კონსულტირება;
- ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მუდმივ ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მიღებულ ინფორმაციაზე დროულ და ადეკვატური რეაგირება;
- კომპეტენციის ფარგლებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გასაგზავნი დოკუმენტაცია:
სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
სპეციალობით არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი დეტალების სანახავად გადადით ბმულზე