„პედაგოგმა აუცილებლად უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია“ - დოდო ჭყონია, საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი
16-06-2021
როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი - დოდო ჭყონია გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?

- 2020-2021 სასწავლო წელი დავიწყეთ სასწავლო გარემოში რეგულაციების სრული დაცვით, თუმცა კოვიდპანდემიიდან  გამომდინარე გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. სკოლამ მშობლებისა და მოსწავლეების თანადგომით, დავძლიეთ  გამოწვევები და სასწავლო წელი წარმატებით დავამთავრეთ.  

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ მშობლებს მისცა საშუალება, უფრო მეტად ყოფილიყვნენ ჩართული სასკოლო პროცესში: იცოდნენ გაკვეთილი, ცხრილი, ფაქტობრივად, მათი თანდასწრებით ტარდებოდა ონლაინ გაკვეთილები. ელექტრონული ჟურნალები აძლევდათ საშუალებას, გაცნობოდნენ შვილების აკადემიურ მოსწრებას.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს ვურჩევ, მაქსიმალურად იმუშაონ თავიანთ თავზე და მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი  ცოდნა და შესაძლებლობები, მოქმედმა პედაგოგმა აუცილებლად უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- პროფესიის არჩევის მიმართ ახალგაზრდების მიდგომა შეიცვალა. ძირითადად, უპირატესობას ანიჭებენ უცხო ენებს და ბიზნეს  სპეციალობებს.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- ეს თემა ყოველთვის საკამათოა, მაგრამ ჩემი აზრით, ბავშვს სკოლაში შესვლამდე უნდა ჰქონდეს შესრულებული 6 წელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203