წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
03-01-2018
საახალწლო ღონისძიებების კვირეული წყალტუბოში გრძელდება.

საინტერესო და სანახაობრივად ლამაზი კარნავალი გაიმართა ქალაქის პირველ საჯარო სკოლაში. ქართული ტრადიციული ოჯახის საახალწლო სამზადისმა, სამი თაობის სიყვარულით სავსე ცხოვრების ინსცენირებამ, სიმღერების, ცეკვებისა და სადღეგრძელოების ფონზე ჩაიარა. საახალწლო სურვილებმა, მოსწავლეების თეატრალურობამ, სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის მილოცვამ მაყურებლის ტაში და ოვაციები დაიმსახურა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე, ალექსანდრე დადუნაშვილი და საკრებულოს წევრი თენგიზ ნიჟარაძე, რომლებმაც შობა-ახალი წლის დღესასწაულები მიულოცეს და წარმატებები უსურვეს პირველი სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203