ქვემო მახოს საჯარო სკოლაში საახალწლო მიუზიკლი „კონკია“ დაიდგა
03-01-2018
ქვემო მახოს საჯარო სკოლაში საახალწლო მიუზიკლი-ზღაპარი „კონკია“ დაიდგა.

ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა შესანიშნავად შეასრულეს როლები. იყო ბევრი ოვაცია.

მიუზიკლის შემდეგ სკოლის ყველა კლასის მოსწავლე საშობაო დღესასწაულში ჩაერთო. მათ ლექსები, სიმღერები და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს. შემდეგ გამოჩნდა თოვლის ბაბუა, რომელმაც ყველა მოსწავლეს საჩუქრები გადასცა. ღონისძიებამ შესანიშნავად ჩაიარა. საფინალო სიმღერა მოსწავლეებმა დამსწრეებთან ერთად შეასრულეს.

სკოლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას ახალ წელს, უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულსა და წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203