რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვასილ ბარნოვის სახელობის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, კოდის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დალი გაბრიჭიძე ბლიც-ინტერვიუში საუბრობს:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის ემოციურად ტკბილ-მწარე მოგონებებს აღმიძრავს,წელს სკოლიდან 34 გამოშვება გავაცილე და ყველას იმ სარკმლიდან ვაცილებ, იმ ემოციით რაც მე მქონდა 44 წლის წინ როცა მეგონა ჩემთვის სამუდამოდ დაიხურა სკოლის კარი...
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- მოტივირებულ მოსწავლეს, გაწეული შრომით კმაყოფილ მასწავლებელს, მაღალი თანამშრომლობითი კულტურის პედაგოგებს და დირექციას, უსაფრთხო გარემოს.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...
- პირველ კლასში მოსწავლედ და სკოლაში მასწავლებლად შესვლა.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- მოსწავლის წარმატება მხოლოდ ოჯახისა და სკოლის ერთობლივი მუშაობით მიიღწევა.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- მოსწავლე ასაკის მიხედვით ირჩევს მოდელებს, ზოგჯერ ეს მოდელი მშობელი ან მასწავლებელია.
- დირექტორის მოტივაციაა...
- ბედნიერი და წარმატებული მოსწავლე, მასწავლებელი, კმაყოფილი მშობელი.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
- არა მარტო ცოდნა მივცეთ მოსწავლეებს, არამედ - ვასწავლოთ ამ ცოდნის გამოყენება.