ლემშვენიერას საჯარო სკოლაში 2017 წელი საახალწლო კონცერტით გააცილეს.
აქტიური კონკურსების შემდეგ, ღონისძიებაში მონაწილეობა ყველა კლასის მოსწავლემ მიიღო.
თითოეულ მათგანს სპეციალურად კონცერტისთვის, საკუთარი გემოვნებით 3-4 საკონცერტო ნომერი უნდა მოემზადებინა და შედეგმა მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა საოცარი საღამო აჩუქეს სტუმრებს, მასწავლებლებს და მშობლებს. ლემშვენიერას სკოლის წარმომადგენლების განცხადებით, მხიარულ ნოტზე დასრულებული 2017 წელი უკეთესის მოლოდინს აჩენს.
იხილეთ ფოტოები