„მიზანშეწონილად მიმაჩნია სკოლაში ჩაირიცხონ დეკემბრის ბოლომდე დაბადებული ბავშვები“-ნახახულევის საჯარო სკოლის დირექტორი ბონდო ტვილდიანი
17-06-2021
როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის დირექტორი ბონდო ტვილდიანი გვესაუბრება:
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
- 2020–2021 სასწავლო წელი, მიუხედავად იმისა, რომ რთული გამოწვევბის წინაშე ვიდეგით, შევაჯამეთ დადებითად მათი დაძლევა მოვახერხეთ დადებითად ისე, რომ არცერთ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?
- გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო სააღმზრდელო პროცესში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით მშობელთა პედადგოგიზაციას.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?
- საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება მიმაჩნია სავალდებულოდ. ვურჩევ ყველა მასწავლებელს გაიარონ შესაბამისი ტრენინგები, რათა აიმაღლონ ცოდნის დონე.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?
- ბოლო პერიოდში შეიცვალა ახლაგაზრდების არჩევანი, პროფესიის მიმართ და ჩვენი მოსწავლეების უმეტესი ნაწილი ირჩევს პედაგოგის პროფესიას.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?
- მიზანშეწონილად მიმაჩნია რომ, შესაძლებლობა მიეცეთ ჩაირიცხონ დეკემბრის ბოლომდე დაბადებული ბავშვები.