N1 საჯარო სკოლაში პროექტის „თავისუფალი გაკვეთილების“ შეჯამება ჩატარდა.
სკოლაში აღნიშნული პროექტი უკვე მეორე სემესტრია აქტიურად ხორციელდება და ოთხი მიმართულებით ტარდება. ესენია: წიგნიერება, სპორტი, ინტელექტი და ხელოვნება.
პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? " გამართეს და რამდენიმე სპორტული ნომერიც აჩვენეს.
სკოლაში ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც გაიმართა, რამაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები