მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები დაიწყო
17-06-2021
სტატუსიანი მასწავლებლებისთვის ტრენინგები რომ სავალდებულოა და კანონით არის განსაზღვრული არახალია, მაგრამ ალბათ ცოტა პედაგოგი ელოდა მათ ჩანიშვნას, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ.  

თუმცა სწორედ სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყო მასწავლებლებისთვის ტრენინგები და განრიგიც უკვე შედგენილია. როგორც „ეტალონთან“ საუბარში პედაგოგები ამბობენ, მათ ინდივიდუალურად უკავშირდებიან და თითოეული მასწავლებლისთვის ტრენინგი დღეში ორი საათი გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის სახლი პედაგოგთა ნაწილს უკვე დაუკავშირდა და ტრენინგის დაწყების თარიღი აცნობა, თუმცა ნაწილი კი კვლავ ელის განრიგის ჩანიშვნას. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასწავლებლებს ტრენინგებზე დასწრება მთელი ივნისის განმავლობაში და შესაძლოა, ივლისშიც მოუწიოთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203