„მჯერა პედაგოგების, რადგან აქვთ საგნის ღრმა ცოდნა“ - ვლადიმერ საღარაძე, მათხოჯის საჯარო სკოლის დირექტორი
17-06-2021

ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ვლადიმერ საღარაძე მასწავლებლებს გამოცდებზე წარმატებას უსურვებს და ამბობს - „მჯერა მათი, რადგან წლების მანძილზე იყვნენ აქტიურები, შრომისმოყვარენი და აქვთ საგნის ღრმა ცოდნა“.

სკოლის ხელძღვანელი სასწავლო წელს etaloni.ge-სთან აჯამებს და აქტუალურ თემებზე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?

- 2020-2021 სასწავლო წელმა, პანდემიიდან გამომდინარე, ნებისმიერი სკოლა, მათ შორის ჩვენც, დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა შეძლებისდაგვარად გავართვით თავი, სასწავლო პროცესი დავიწყეთ საკლასო ოთახში და დავამთავრეთ​ საკალასო ოთახში. 

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

მშობლებმა ნდობა გამოუცხადეს სკოლას და მიუხედავად ერთგვარი შიშისა, გვერდში ედგნენ, რათა სწავლა-სწავლება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელებულიყო.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

ვუსურვებდი წარმატებებს. ვეტყოდი, რომ მჯერა მათი, რადგან წლების მანძილზე იყვნენ აქტიურები, შრომისმოყვარენი და აქვთ საგნის ღრმა ცოდნა. ვფიქრობ, რომ ცოტა დასახვეწია პედაგოგის შეფასების და კომპენტენციის დადასტურების არსებული ფორმა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

 ახალგაზრდების არჩევანი გახდა უფრო მრავალფეროვანი, თუმცა პრესტიჟული რჩება ისევ იურდიული, ჟურნალისტიკის, ეკონომიური ფაკულტეტები. ჩემმა მოსწავლეებმა მომავალ პროფესიად აირჩიეს: ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, ისტორია და მედიცინა.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

ვეთანხმები არსებულ კანონმდებლობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203