დღეს, 10:00 საათიდან, თბილისის საჯარო ბაღებში საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. აუცილებელი პირობაა, რომ 2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის ბავშვი 2 წლის იყოს.რეგისტრაციისთვის გადადგით ვებგვერდზე:
kids.org.ge რეგისტრაციის გადამოწმება ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ იმავე გვერდზე, სადაც შეავსეთ მონაცემები.
დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ასეთია:
დაბადების მოწმობის ასლი,2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული),ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა,მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.ასევე, გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციას ვერ გაივლით ბავშვი, თუ ის უკვე ჩარიცხულია თბილისის რომელიმე სხვა საჯარო ბაღში. ბაღის შეცვლისათვის, ამჟამინდელი რეგისტრაციის ბაღს მოსთხოვეთ რეგისტრაციის გაუქმება და მხოლოდ შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია სასურველ ბაღში.