მასწავლებლის სახლი აცხადებს მიღებას სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამაზე - რეგისტრაციის ვადები და პირობები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამა წინასწარი მოკვლევის მიზნით, აცხადებს პირველად რეგისტრაციას სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამაზე იმ სოციალური მუშაკებისთვის ვინც დასაქმებულია არასამთავრობო ორგანიზაციებში.რეგისტრაციისთვის გადადით
ბმულზერეგისტრაციის პერიოდი: 18 ივნისიდან- 28 ივნისამდე
პროგრამის სახელწოდება: სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამა;
სამიზნე აუდიტორია: არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული სოციალური მუშაკები;
პროგრამის მიზანი: სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის მიზანია პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების, რომელთაც არ მიუღიათ სპეციალური აკადემიური განათლება ამ სფეროში, უნარ-ჩვევებისა და მიღებული პრაქტიკული ცოდნის გამყარება, აღიარება და აკადემიური სერტიფიცირება.
პროგრამა დაფარავს შემდეგ მიმართულებებს:
- სოციალური მუშაობა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მხარდაჭერის სფეროში;
- სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან;
- სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
ხანგრძლივობა, დროში განაწილება:სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის ხანგრძლივობაა: 280 საათი (საკონტაქტო/სასემინარო საათი), დისტანციურ რეჟიმში გრძელდება 5-თვემდე. სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამა ჩატარდება დისტანციურად.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები:სერტიფიცირებული სპეციალისტები გაიღრმავებენ ცოდნასა და კოგნიტურ უნარებს შემდეგი მიმართულებით:
• სოციალური მუშაობის ღირებულებებისა და პრაქტიკულ საქმიანობაზე მათი გავლენების გაცნობიერება; სოციალური მუშაობის ეთიკის კოდექსის შესაბამისი პრაქტიკის განხორციელება.
• ადამიანებისა და ჯგუფების ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური საფუძვლების, ადამიანთაშორისი ურთიერთობების დინამიკის იდენტიფიცირება და პრაქტიკაში გამოყენება.
• სოციალური მუშაობისთვის რელევანტური საკანონმდებლო ბაზისა და პროგრამების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება.
• სოციალური მუშაობის მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება.