განძის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება სომხურ და ქართულ ენაზე გაიმართა
03-01-2018
განძის N2 საჯარო სკოლის სომხურენოვანმა მასწავლებლებმა 2018 წლის დადგომასთან დაკავშირებით, საახალწლო ღონისძიება გამართეს. ღონისძიების ორგანიზატორები მე-4, მე-5 და მე-8 კლასის ხელმძღვანელები: ქიშმიშ ღარიბიანი, სუსანა ღარიბიანი და არუსიაკ ნალბანდიანი იყვნენ.
საახალწლო ზეიმი როგორც სომხურ, ასევე ქართულ ენაზე ჩატარდა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.