საბავშვო ბაღებში 2 საათში 5 762 აღსაზრდელი დარეგისტრირდა - თავისუფალი ადგილები და დეტალები
18-06-2021
თბილისის საჯარო ბაღებში 12 საათის მონაცემებით რეგისტრაცია 5 762 აღსაზრდელმა გაიარა.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის სულ 15 000 თავისუფალი ადგილი იყო გამოცხადებული. ამ დროისთვის კი ჯამში, 8482 აღსაზრდელია დარეგისტრირებული, თუმცა მონაცემები მუდმივად იცვლება. 

ბაღებში რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია 2 720-მა აღსაზრდელმა გაიარა, მეორე - საყოველთაო ეტაპზე კი 10:00-დან 12:00 საათამდე კი 5762-მა.

თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაცია ადგილების ამოწურვამდე გაგრძელდება, რეგისტრაციის გასავლელად გადადით ვებგვერდზე: kids.org.ge 

რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა, რომ 2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის ბავშვი 2 წლის იყოს.

იხილეთ ასევე:

საჯარო საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203