მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კინოცენტრის მიერ ორგანიზებულ დასკვნით ღონისძიებაზე მიიწვიეს
02-01-2018

პროექტის „კინო სკოლაში'' ფარგლებში, მესხეთის სკოლის მოსწავლეებმა კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მიიღეს მონაწილეობა. 

კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, მოსწავლეები ეროვნული კინოცენტრის მიერ ორგანიზებულ დასკვნით ღონისძიებაზეც მიიწვიეს და თითოეული მათგანი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კინოცენტრის მუზეუმი, ნახეს კინო საცავები. 

ისინი თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნასაც დაესწრნენ და ფილმის პრემიერა ნახეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203