ვის უნდა მიმართონ ატესტატის აღებად 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა - დოკუმენტების გაცემა 21 ივნისიდან იწყება
2021 წლის 21 ივნისიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატების საყოველთაო გაცემა იწყება. დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ფილიალს. მიმართვა შესაძლებელი იქნება წინასწარი ჯავშნის გარეშე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას ახორციელებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.
მისამართები იხილეთ ბმულზე: