მესხეთის საჯარო სკოლაში პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც - წიგნიერებაა, მოსწავლეები რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას გაეცნენ.
მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „კიტრის ქურდები“ დადგეს.
„მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოსტატურად შეასრულეს თავიანთი როლები და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურეს,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
იხილეთ ფოტოები