გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სტუმრად მწერალი დათო ტურაშვილი იმყოფებოდა
03-01-2018

გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სტუმრად მწერალი დათო ტურაშვილი იმყოფებოდა. 

„ლიტერატურული კაფე, მკითხველის არჩევანი - „ჯინსების თაობა“ და შეხვედრა დათო ტურაშვილთან. წიგნის განხილვა, საინტერესო დისკუსია მწერალსა და მკითხველს შორის. ინფორმაციითა და ბედნიერებით დატვირთული დღე, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. დიდი მადლობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს ანი მოსოიანს გაწეული დახმარებისთვის, პროგრამა „ასწავლე საქართველოს“ ხელმძღვანელს ლალი წიკლაურს, ასევე რესურსცენტრის უფროსს დავითს და განსაკუთრებული მადლობა  ნათიას, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორს ეკას, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა. 

შეხვედრის ორგანიზატორი ინგლისური ენის პედაგოგი ირინა ნოზაძე იყო. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203