„ძლიერი სკოლა არის გაერთიანებული ოჯახი, სკოლა და საზოგადოება“ - დარჩიძეების საჯარო სკოლის დირექტორი დავით სურმანიძე
21-06-2021
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო თემაზე თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის დირექტორის, დავით სურმანიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .
- სასიამოვნოა, თუ წელმა კარგად ჩაიარა, სკოლას ჰქონდა წარმატებები და რაც მთავარია, იყო შედეგზე ორიენტირებული.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .
- თითეული ჩვენგანისთვის ძლიერი სკოლა არის ძლიერი სასკოლო საზოგადოება, რომელშიც გაერთიანებულია ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. ძლიერ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და მაღალ კვალიფიციურ პედაგოგებს.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის . . .
- ჩვენი სკოლის მრავალი პროეექტი, რომელშიც გავიმარჯვეთ როგორც საგანმნათლებლო, ასევე სპორტული !
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .
- და აუცილებელია, რადგან მშობლის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის, ასევე მოსწავლის მოსწრების კუთხით. მათ შეუძლიათ სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, წარმართვაში, შეცვლასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .
- პირველ რიგში, ის პიროვნება, რომელიც მას ზრდის როგორც კარიერულად, ასევე ცხოვრებისეულად - ეს არის მასწავლებელი და რაც მთავარია და მნიშნელოვანია, ეს არის მშობელი.
- დირექტორის მოტივაციაა. . .
- რომ ჰქონდეს ძლიერი სკოლა და ასევე ძლიერი სასასახელო მოსწავლები, რაც დამოკიდებულია თანამშრომელთა მაღალკვალიფიკაციაზე.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .
- ყველაზე მნიშნელოვანია მაღალკვალიფიციური თანამშრომელები და ასევე მშობლების ჩართულობა სკოლის განვითარებაში და მოსწავლების მაღალმოსწრებადობის მაჩვენებლი მრავალი პროექტი!