„გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელიც მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს“- ნინო მოდებაძე, მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი
21-06-2021
როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო მოდებაძე გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?

- ეს წელი ჩვენი სკოლისათვის იყო ცოტა უჩვეულო, მაგრამ წარმატებული. უჩვეულო იმიტომ, რომ პანდემიამ შეცვალა სწავლების სტილი. ამ სასწავლო წელს სკოლამ ისწავლა, როგორც პირდაპირ, ასევე დისტანციურად. დინსტანციური სწავლების პერიოდში გამოიკვეთა ინტერნეტის პრობლემა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაუმართაობა. მომავალი სასწავლო წლისთვის, ვფიქრობ, შეძლებისდაგვარად, მოვაგვარო ეს პრობლემა, რომ ონლაინ გაკვეთილები წარიმართოს ხარვეზის გარეშე.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- მშობელთა ჩართულობა პანდემიის პერიოდში უფრო გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ონლაინ გაკვეთილებმა. მშობლები უფრო დაინტერესდნენ სკოლის ყოველდღიური ცხოვრებით და ხარისხიანი სწავლებით.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- ყველა გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგს  ვუსურვებ წარმატებას. ჩემი აზრით, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება აუცილებელი პირობაა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- ჩემი სკოლა არის საბაზო და გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები დაინტერესდნენ პროფესიული სასწავლებლებით, ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელიც მათ მოუტანს ეკონომიკურ კეთილდღეობას.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- კარგი იქნება, თუ სკოლაში მისაღებად პირველკლასელების ასაკი გადაიწევს 31 დეკემბრამდე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203