„მასწავლებლის შრომა ტოტალურია და შეუფასებელი“ - „ემისი“ ჟურნალში ხარვეზებსა და პრობლემებზე საუბრობს
21-06-2021
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და მასწავლებლებს პრობლემების შემსუბუქების გზებს სთავაზობს. 

„ძვირფასო მასწავლებლებო, 2020-2021 სასწავლო წელი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა თითოეული ჩვენგანისთვის. ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პროცესი პანდემიის პარალელურად მიმდინარეობდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რაც ცხადია გახდა რიგი ხარვეზებისა თუ პრობლემების გამოწვევის მიზეზი.

ელექტრონული ჟურნალის დანერგვის მიზანი გახლავთ სასწავლო პროცესის გამარტივება და მასში მოცემული ინფორმაციის ეფექტურად და სწრაფად გავრცელება.

იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრონული ჟურნალი ახლა ინერგება და საპილოტე რეჟიმშია, რა თქმა უნდა, რიგი გარემოებები არსებობს, რომელიც იწვევს გარკვეულ დისკომფორტს მუშაობის პროცესში, რაზეც ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ მის აღმოფხვრას.

ჩვენი საერთო მიზანი მოსწავლეთა ინტერესის მაქსიმალური გათვალისწინებაა, რაც გათვალისწინებულია ელექტრონული ჟურნალის ხარვეზით მუშაობის მიუხედავად.

მასწავლებლის შრომა ტოტალურია და შეუფასებელი. მით უფრო, როდესაც პანდემიის პირობებში გვიწევდა სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე წარმართვა. ჩვენი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობდით სხვადასხვა ინსტრუქციებითა თუ ვებინარებით შეგვემსუბუქებინა თქვენთვის ეს პროცესი.

როგორც ყოველთვის, ახლაც მზად ვართ გაგიწიოთ თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე დახმარება.

ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პროცესში თქვენი მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა სკოლის მიერ მიწოდებული ექსელის ფაილი და ვის არ აქვს მისი გამოყენების ვალდებულება 

როგორ შეასწორებს პედაგოგი ჟურნალში დაშვებულ შეცდომებს და გამოთვლის წლიურ შეფასება? - ბოლო მითითებებს „ემისი“ გაძლევთ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203