პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ არის, პირველი ივლისიდან კი კომენდანტის საათი მოიხსნება
22-06-2021
პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ არის, კომენდანტის საათი კი ივლისიდან იხსნება - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა.
პრემიერმა საზოგადოებას სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აცნობა:
„პირველი - დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება, მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში. მეორე - პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილების შეზღუდვა ე.წ. კომენდანტის საათი და მესამე - 2 კვირაში შემოვა მილიონი დოზა კოვიდვაქცინის და ჩვენ დავიწყებთ, ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.