თეატრალიზებული წარმოდგენები და კარნავალი - ქსნის საჯარო სკოლამ ახალი წლის დადგომა საახალწლო ღონისძიებებით აღნიშნა
04-01-2018
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ქსნის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობა იგრძნობოდა. სკოლის სხვადასხვა კლასში საახალწლო ზეიმისთვის აქტიური მზადება დაიწყო. 

სპეციალურად მორთულ ნაძვის ხესთან, სიმღერებით, ცეკვებითა და ლექსებით აღნიშნეს ახალი 2018 წელი პირველკლასელმა მოსწავლეებმა. მრავალფეროვანი ზეიმის ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი სოფო მირესაშვილი იყო.  

2017 კონცერტით გააცილეს მეოთხე კლასელებმაც. კლასის დამრიგებელმა ნატო რთველიაშვილმა საღამოს კარნავალის ფორმა მისცა. ნიღბებსა და კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე თეატრალიზებული და მუსიკალური ნომრები წარადგინეს. 

ახალი წლის ღონისძიებებს სტუმრობდა თოვლის ბაბუაც, რომელმაც მონაწილეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203