ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს ახალ წელს
04-01-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში „კონკურსი ორიგინალური ნაძვის ხე“ ჩატარდა. 

საუკეთესო ნაძვის ხის ავტორი კლასი დირექტორმა ორდღიანი ექსკურსიით დააჯილდოვა. 

„მთელი კლასის სახელით დიდ მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორ მაია ჯიმშელეიშვილს. ასევე არ შეიძლება, რომ არ აღვნიშნოთ მსოფლიოში ყველაზე მეგობრული, საყვარელი, განათლებული დამრიგებელი ლოლა ჩხაიძე, რომლის თანადგომის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. ეს ორი მშვენიერი ქალბატონი მუდამ მხარს გვიჭერს და გვეხმარება სხვადასხვა საუკეთესო იდეის განხორციელებაში და ხშირად წაგვახალისებენ ხოლმე, რაც გვეხმარება ახალი გამოწვევების მისაღებად, “ - აღნიშნავენ ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს ახალ წელს. იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203