სამოქალაქო კლუბის „ერთად მომავლისაკენ“ მოსწავლეებმა ახალი წლის დადგომა ქველმოქმედებითა და კონცერტით აღნიშნეს
04-01-2018
არლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ერთად მომავლისაკენ“ მოსწავლეების ინიციატივით „საახალწლო ღონისძიება 2018“ მოეწყო. 

ღონისძიებაში არლის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მათ სპონსორობა მუნიციპალიტეტის თვითმართველობამ გაუწია. ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა მიიღო ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია WV-მ, რომელმაც საახალწლო ნაძვის ხე და თოვლის პაპას ფორმა მოუტანა მოსწავლეებს. 

საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, არლის სამრევლო სკოლასთან არსებული წმ. ნინოს სახელობის გუნდი ,,ირმისა'' , ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ჰარალე'' და ,,ჩვენი შვილები''.  

ადიგენის სკოლის მოსწავლეებმა საახალწლოს მეორე ღონისძიებაც დაგეგმეს. მათ 9 შშმ პირთან თოვლის პაპას სამოსში გამოწყობილებმა საახალწლო საჩუქრები მიიტანეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203