კერძო სკოლა „ანაბასისი“ მსოფლიოში ცნობილ ახალ თამაშში ჩაერთო
04-01-2018
ქალაქ ზესტაფონში, "ანაბასისის" სკოლა პირველია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებულ ახალ თამაშში "გახდი მანეკენი" (Mannequin Challenge) ჩაერთო.
,,გახდი მანეკენი" - ასე ჰქვია ახალ თამაშს, რომელიც ფლეშმობის მსგავსად ორგანიზებულ გარემოში გაშეშებას, ანუ ,,გამანეკენებას" გულისხმობს და რომელმაც უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა.
პირველი ადამიანი რომელმაც ეს გამოწვევა წამოიწყო, ჰილარი კლინტონი იყო. შემდეგ თამაშში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამაც ჩაერთო.
თამაში სწრაფად გავრცელდა და გამოიყენებოდა რეკლამირებისთვის,ხოლო მოგვიანებით საგანმანათლებლო ინსტიტუტებში.
"ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება", ამბობენ ანაბასისელები და თამაშში გასაწევრიანებლად სხვა სკოლებს გამოწვევას უგზავნიან.