საგამოცდო ცენტრებში ტრანსპორტი 3 მეტროსადგურიდან იმოძრავებს - გაეცანით დეტალურ მარშრუტებს
23-06-2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.
 
იხილეთ ჩამონათვალი:

მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;
მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177, №173 და №39 სკოლებამდე; 
მეტრო „ვარკეთილიდან” №117 სკოლამდე; 
მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე.
 
 
საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:30 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203