მცირე ზომის დარბაზის მიუხედავად, სიქთარვის სკოლაში ახალი წლის ღონისძიება ხალხმრავლობითა და მრავალფეროვანი ნომრებით ჩატარდა
სიქთარვის საჯარო სკოლის პატარა დარბაზში ახალი წელი ხალხმრავლობით და ცეკვა-სიმღერით აღინიშნა.
მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ერთიანი მონდომებით საახალწლო ღონისძიებამ სიქთარვის სკოლაში განსაკუთრებულად ჩაიარა.
პატარებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე სიმღერები, საცეკვაო ნომრები, ლექსები და მინიატურული ჩანახატები წარმოადგინეს.
ახალი წლისადმი მიძღვნილი ზეიმი სიქთარვის სკოლაში მილოცვებითა და საჩუქრებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები