კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეები საინტერესო საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ
04-01-2018
ასოციაცია „ჰერა XXI“-ს თანასწორ განმანათლებლებმა მაკა ჩილინგარაშვილმა და სალომე მურადაშვილმა მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრა, რომლის თემა „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ იყო, კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრიდან ინფორმაციით დახუნძლულნი დავბრუნდით,“ - აღნიშნეს სკოლის მოსწავლეებმა. 

შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203